воскресенье, 11 ноября 2018 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

   ტრენინგის ბოლო დღე და  ტრენერის მიერ ჩატრებული შემაჯამებელი საუბრის შემდგომ, კიდევ ერთჯერ გადავხედეთ ჩვენს მიერ ატვირთულ და შექნილ ფაილებს და საბოლოოდ ავსახეთ ჩვენს ბლოგზე . გავიარეთ ყველა გზა , რაც გამართულად ბლოგის წარმოებასა და გაფორმებაში  დაგვეხმარება.
    მოვისმინე ყველა ჩვენი მსმენელის პრეზენტაციები და  და კიდევ ერთჯერ შევაჯამეთ ამ ცხრა დღის განმავლობაში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები. დიდი მადლობა ქალბატონ შორენა ბადურაშვილს და ზოგადად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.
   

суббота, 10 ноября 2018 г.

მერვე დღის რეფლექსია

პროექტის გეგმა
 
 ძალიან საინტერესო და  ენერგიული დღე იყო დღეს.   ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში ძალიან კარგად და აზრიანად გამოსაყენებელი რესურსი  ვნახე, როგორიცაა დრაივზე დოკუმენტების განთავსება და ელექტრონული კითხვარის დამზადება და გავრცელევბა საზოგადოებაში. ეს ძალიან გამომადგება კვლევისათვის, და შემდგომი პროექტების წერისათვის. ასევე ბლოგებზე დიზაინის ცვლილება და სხვადასხვა აქტივობების დამატება.
 ასევე ვისაუბრეთ, როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია მოსწავლეებს , რომ მათი მუშაობა იყოს შედეგიანი და არ გამოიწვიოს მათში დაბნეულობა სიახლეებმა.
 კიდევ ერთჯერ შევამოწმეთ ჩვენი საქაღალდეები, გეგმა და მოსწავლის პრეზენტაცია და განვათავსეთ დრაივზე.
 ასევე ქვემოთმოცემულ ლიკზე ნახავთ , როგორი ელ  კითხვარი  შევქმენი.

https://goo.gl/forms/bru7HW6XZlqcSeAu1


<iframe src="https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeTlkEmuxOAy3TFC4N05BjSL-PLJXVGXWCkx9TUdSe-kR3tKA/viewform?embedded=true" width="640" height="716" frameborder="0" marginheight="0" marginwidth="0">Loading...</iframe>

მოსწავლის პრეზენტაცია

воскресенье, 4 ноября 2018 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ  დღევანდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი იყი, ისე როგორც ყოველი წინა დღე, მნიშვნელოვანია  საქმიანობის და ზოგადად პროექტის დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის , ასევე თვითრეგულირებადი უნარების გამომუშავებისათვის მიმართულებების მიცემა, შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი და რაც მთავარია მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებით პროექტის გეგმაში განვსაზღვრეთ შეზღუდული უნარებისა და ნიჭიერი მოსწავლეებისათვის რა სახის ღონისძიებებს გავატარებდით.
    ასევე ძალიან საინეტერესო იყო ჩემთვის  დრაივზე გაზიარება ფაილების და პაპკების და შემდეგ  ბლოგზე ატვირთვა. მადლობა შორენა ბადურაშვილს, არაჩვეულებრივ ტრენერს.



პროექტის გეგმა

მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში

суббота, 3 ноября 2018 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

    კიდევ ერთი საინტერესო და ნაყოფიერი დღე, როდესაც გავეცანით „viewer“ სახელმძღვანელოთი შემოავაზებულ შეფასების რუბრიკებს, რომელიც გვიმარტივებს ჩვენს მიერ პრეზენტაციის შეფასებისათვის რუბრიკების შექმნას.
    ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე და ვნახეთ,  თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის წინასწარ და მკაფიოდ იყოს განსაზღვრული შეფასების მეთოდები და სტრატეგიები . 
 ასევე საინტერესო იყო მსმენელების მიერ წინა ტრენინგზე მიცემული დავალებების მოსმენა, კერძოდ, პროექტებში მონაწილე მოსწავლეთა ჯგუფების მიერ გაკეთებული პრეზენტაციების წარმოდგენა მოსწავლის როლში. 

მეცხრე დღის რეფლექსია

   ტრენინგის ბოლო დღე და  ტრენერის მიერ ჩატრებული შემაჯამებელი საუბრის შემდგომ, კიდევ ერთჯერ გადავხედეთ ჩვენს მიერ ატვირთულ და შექნილ ფაილე...