суббота, 27 октября 2018 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღე მეტად მნიშვნელოვანია , უკუკავშირის გასაცემად მეტად მნიშვნელოვანი  და საკვანძო საკითხები განვიხილეთ.  ასევე განვიხილეთ საავტორო უფლებების  დაცვის მექანიზმების გამოყენება, რომელსაც პროექტზე მუშაობის პროცესში გამოვაყენებინებ მოსწავლეებს, რატა სრულყოფილად იყოს დაცული ადამიანის უფლებები.

საინტერესო იყო მონაწილეებს ბლოგების ნახვა და მათთვის კომენტარების გაკეთება.
ასევე პრაქტიკაში აქტიურად გამოვიყენებ რესურსებიდან  აღებულ მასალებს , კერძოდ მოსწავლეების ნამუშევრების ნიმუშებს.
მივიღეთ დავალება, რომლშიც უნდა მოვისაზროთ რა გზას გაივლის და როგორ ჩამოაყალიბებს მოსწავლე საკუთარი პრეზენტაციისათვის პროექტის თემას.

воскресенье, 21 октября 2018 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

      ტრენინგი დავიწყეთ წინა ტრენინგზე განვლილი მასალის გახსენებით. შემდგომ გავეცანით სახელმძღვანელოში შეფასების სხვადასხვა მეთოდებს და მათ ინსტრუმენტებს. 
ესენია: 
 მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები  >

წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები  >

პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები >

სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის  >

გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები  >

 განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და  სტრატეგიები. 

 შევარჩიეთ ისინი პროექტისთვის. პროექტის გეგმაში ავტვირთეთ შეფასების გეგმები . გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი. ტრენინგის ბოლოს გავეცანით power point -ს. შევქმენით პრეზენტაციები. მივიღეთ დავალება შემდგომი დღისთვის. 

суббота, 20 октября 2018 г.

მესამე დღის რეფლექსია

    „ინტელის“ ტრენინგის მესამე დღე და საინტერესო პრაქტიკული მუშაობა , როგორ შეიძლება გამოვიყენოთ პროექტის გეგმის შაბლონი. მოვიძიეთ ჩვენთვის სასურველი თემის შესაბამისი საგნობრივი სტანდარტი და იქედან შევარჩიეთ ის შედეგები რომელის მიღწევასაც ვცდილობთ მოსწავლეებში პროექტის დასრულების შემდგომ. ჩემთვის საინეტერესოა , რომ მოსწავლეებში განვავითარებ იმ უნარებს რაც მოსწავლეთა აზროვნებას გაიყვანს ბლუმის ტაქსონომიის მაღალ დონეზე.
     ჩემთვის ნათელი გახდა მიზნის განსაზღვრა განახლებული ბლუმის ტაქსონომიისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვების მეშვეობით.
     საინტერესოდ გამოვიყენე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მაგალითები  ჩემი პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების განსაზღვრისათვის, რაც ვფიქრობ მათ მუშაობას უფრო მიზნობრივს , კონკრეტულს და მკაფიოდ განსაზღვრულს გახდის. დავაკონკრეტებ,  რომ ამ ეტაპისთვის შევარჩიე კითხვები :


მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რა ცვლილებებს ხედავთ გარემოში?
თემატური კითხვები

რამდენად ახდენს ადამიანი ფერების ცვლილებაზე გავლენას?                     რისი თქმა შეუძლია ფერებს?


შინაარსობრივი კითხვები
რა იწვევს ფერების შექმნას?
როგორ შევცვალოთ ფერები?
როგორ აღიქმება ფერები?
როგორ განისაზღვრება ფერთა დიაპაზონი?
როგორ განიმარტება ძირითადი და შედგენილი ფერები?

воскресенье, 14 октября 2018 г.

მეორე დღის რეფლექსია

   საინტერესო და საჭირო ინფორმაციას გავეცანი „Viewer“ სახელმძღვანელოს მეშვეობით, პუბლიკაციების შექმნის შესახებ, რაც  ჩართული საზოგადოების ინფორმირებისათვის  იქნება ჩემს მიერ აქტიურად გამოყენებული .  შემიძლია სხვადასხვა ფორმით დავამზადო ბუკლეტები, გამოვცე კედლის გაზეთი და გავავრცო ინფორმაცია სასკოლო საზოგადოებაში , მოვახდინო პროექტით სწავლების მეთოდის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში განვავითარო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. 

суббота, 13 октября 2018 г.

პირველი დღის რეფლექსია

       დღეს  „ინტელის “ ტრენინგის პირველ დღეს, განვლილი , შესწავლილი მასალისა და  არაჩვეულებრივად მომზადებული ტრენერის, ქალბატონი, შორენა ბადურაშვილის მიერ  განხორციელებული აქტივობების საფუძველზე წარმოვადგენ რეფლექსიას.
   ჩემთვის ნათელი გახდა „ინტელის“ ტრენინგის მიზანი და დანიშნულება, რომ პროექტებით სწავლება და ამ აქტივობაში მოსწავლეების ჩართვა აუმჯობესებს სწავლა-სწავლების პროცესს, მოსწავლეებში ამაღლებს მოტივაციას  და მკაფიოდ აყალიბებს მათში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
    მიჩნდებოდა კითხვები, როგორი შეიძლება ყოფილიყო პროექტის წერის სტრუქტურა და შინაარსი და ვნახე, რომ სახელმძღვანელო „Viewer“  სრულყოფილად მიკაფავს გზას, ვწერო პროექტი და გამოვიყენო არაერთი შაბლონი და მითითება.
   იმისთვის,  რომ ვაწარმოო  პორტფოლიო, რომლისთვისაც სტანდარტულად  საქაღალდეები შევქმენი,  გავეცანი პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას და შევეცდები არ ავცდე დადებითი შეფასების მიღწევის გზას.
   ჩემი საქმიანობის საჯაროობისთვის  შევქმენი და გამოვიყენებ ბლოგს, რომელიც ასევე წარმატებით იქნება  გამოყენებული ჩემს მიერ მოსწავლეებთან თანამშრომლობისას, რადგან მათაც გავუზიარებ ამ პრაქტიკას.
  რაც, მთავარია პროექტის წერას გამოვიყენებ ჩემი წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკისათვის და მოსწავლეთა უკეთესი შედეგებისათვის,  მათი  საინტეროსოდ და სახალისოდ  განვითარებისათვის .
     

მეცხრე დღის რეფლექსია

   ტრენინგის ბოლო დღე და  ტრენერის მიერ ჩატრებული შემაჯამებელი საუბრის შემდგომ, კიდევ ერთჯერ გადავხედეთ ჩვენს მიერ ატვირთულ და შექნილ ფაილე...